აჭარის კოვიდკლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 480 პაციენტია მოთავსებული, კოვიდკარანტინში კი 660 პირია გადაყვანილი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 480 პაციენტია მოთავსებული.

ამასთან, როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, 660 პაციენტი კოვიდკარანტინშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ნონა ეფაძის განცხადებით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდა. აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკებში 480 პაციენტია მოთავსებული. გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა სახლში. კოვიდკარანტინში კი 660 პაციენტი გვყავს. გუშინ 80-მდე პაციენტი კოვიდკარანტინიდან გავწერეთ. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულია და პრიორიტეტი პაციენტის ჯანმრთელობაა. საწოლფონდი მობილიზებულია. ახალი შემთხვევები პროგნოზირებადია, ყველა დადასტურებული შემთხვევის უკან მონიშნულია ახლო კონტაქტები და სწორედ ახლო კონტაქტებია გამოვლენილი.

მიზნობრივი კვლევა ხდება, რაც ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვს გვაძლევს. გეგმურად ხდება მათი იზოლირება. მოსალოდნელია ამ რიცხვის სტაბილური შენარჩუნება", - განაცხადა ეფაძემ.

იხილეთ ვიდეო: აჭარის კოვიდკლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 480 პაციენტია მოთავსებული, კოვიდკარანტინში კი 660 პირია გადაყვანილი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა