იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, იმერეთში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

იმერეთში „კოვიდ-19“-ის ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს კლების ტენდენციაა, რადგან გუშინ 26 შემთხვევა იყო. ახალი შემთხვევები 1324 ადამიანის გატესტვის შედეგად გამოვლინდა, რომლებიც ძირითადად ცნობილი კლასტერების კონტაქტები იყვნენ და როგორც წესი, თვითიზოლაციაში ან საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ.

როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, ეპიდსიტუაცია იმერეთში კონტროლს ექვემდებარება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს