ზუგდიდში მერიის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან სამი მერიის თანამშრომელია. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების ძიება.

"დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დადასტურდა 14 ახალი შემთხვევა. აქედან სამი შემთხვევა არის მერიის თანამშრომელი. ჩვენ მერიაში აქამდეც ვიყავით დისტანციურ რეჟიმზე და მხოლოდ 30% დატვირთვით ვმუშაობდით. შესაბამისად, ამ თანამშრომლების სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არის მინიმალური. თუმცა ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მოხდეს მაქსიმალურად გამოვლენა ყველა შესაძლო შემთხვევის. უტარდებათ თანამშრომლებს ტესტირება, ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის დეზინფექცია",- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა