ბესიკ დონაძე - ზუგდიდის მერს  ფაქტიურად უნდა დაეჯარიმებინა თავისი აქტივისტები, რომლებსაც თავად  მისცა დავალება, გიგი უგულავას პლაკატების დაფარვასა და დაზიანებაზე

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას, დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბესიკ დონაძის თქმით, ზუგდიდის მერი, ამავდროულად, არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

ბესიკ დონაძის თქმით, გეგა შენგელიას აქვს პოლიტიკური მიკერძოება, ამრიგად ვერ ხდება კანონის აღსრულება. როგორც დონაძემ აღნიშნა, გიგი უგულავას პლაკატების დაზიანებაზე, გეგა შენგელიას არ ჰქონია რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ მას საოლქო კომისიამ შესაბამისი მასალა გადასცა.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას სააგიტაციო მასალას, კერძოდ, პლაკატებს, „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრა და დააზიანა. აღნიშნულ დარღვევაზე მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას რეაგირებისთვის. კომისიამ, თავის მხრივ, აღნიშნული დარღვევის დამადასტურებელი მასალები გადაუგზავნა ქალაქის მერს, გეგა შენგელიას, რომელსაც უნდა გამოეწერა სამართალდარღვევის ოქმი. ეს დარღვევა ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას, თუმცა გეგა შენგელია წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელს და მან „ევროპულ საქართველოს“ მიწერა, რომ ვერ აღმოაჩინა სამართალდამრღვევი პირი, რომელსაც დააჯარიმებდა. შენგელიას, ფაქტიურად უნდა დაეჯარიმებინა თავისი აქტივისტები, რომელთაც თვითონ მისცა დავალება, აღნიშნული პლაკატების დაფარვასა და დაზიანებაზე.

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს საარჩევნო პერიოდში ზუგდიდის მერს, გეგა შენგელიას შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგან იგი პარალელურად წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის შტაბს, ის არის შტაბის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ვერ ხდება კანონის აღსრულება, რადგან მას აქვს პოლიტიკური მიკერძოება“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა