ზურაბ ჯაფარიძე - არჩევნების მეორე ტური იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის, ანა დოლიძე ვერ გაიმარჯვებს დიდუბეში, ის გაქრება პოლიტიკური სივრციდან

არჩევნების მეორე ტური იქნება და იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის. ჩემსა და ანა დოლიძეს შორის მეორე ტურს გამოვრიცხავ, ეს შეუძლებელია. ანუ ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მაჟორიტარად კენჭი იყაროს დიდუბეში, პარლამენტში შევა და რა უნდა გააკეთოს თვითონაც არ იცის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, პიროვნულად არცერთ კანდიდატს არ ერჩის, უბრალოდ, ანა დოლიძეს არც პარტია გააჩნია, რომელიც ახლა, პოპულისტურ თემებზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ჯაფარიძის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის კრიტიკული პოზიციის გამოხატვა აღსანიშნავია.

„მე ოთხი წელი დავხარჯე მხოლოდ იმაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად „გირჩი“ გამეკეთებინა და ამ ოთხი წლის განმავლობაში პარტია მართლა შევქმენი. მე რომ ახლა, პოლიტიკიდან საერთოდ წავიდე, „გირჩი“ არსებობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. ასევე „გირჩის“ ლიდერებიც რომ წავიდნენ, „გირჩის“ რამდენიმე ათეული ათასი მხარადამჭერი, იგივე იდეის მხარდამჭერად დარჩება და ქართულ პოლიტიკაში მათი დაკვეთა რაღაცნაირად აისახება. იმის თქმა მინდა, რომ მე, საერთოდ სხვა წარსულით მოვდივარ, მართლა პოლიტიკას ვაკეთებ და მათ შორის, ჩემს მეგობრებთან ერთად პოლიტიკური პარტია მაქვს შექმნილი. ანა დოლიძეს კი, ახლა რასაც ვუყურებ, პოპულისტურ, სტანდარტულ თემებს ეხება. ხმების მოპოვებას აპირებს იმით, რომ აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს და ა.შ. იცის, რომ პრობლემატური თემაა, მოსახლეობას აწუხებს და უბრალოდ მაგ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, მეტი არაფერი. ჩემი აზრით, პოლიტიკა ეს არ არის. ამ არჩევნებში ანა დოლიძე ვერ გაიმარჯვებს ვერც დიდუბის ოლქში, მას არც პარტია აქვს, პარლამენტში ვერ შევა, გაქრება პოლიტიკური სივრციდან და დარჩება ისევ სამოქალაქო აქტივისტად“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის