ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სკოლის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადასული, შენობას კი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ინფიცირების წყარო უცნობია, მასწავლებლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

„სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლაში სადეზინფეციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. ინფიცირების წყარო არ ვიცით, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაძლოა, ადგილობრივი კონტაქტებია, სკოლასთან მჭიდრო დასახლებაა და შესაძლოა, მოქალაქეებისგან დაინფიცირდნენ. სხვა დეტალები არ ვიცი",- აცხადებს რესურცენტრის დირექტორი გოჩა დავითაძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა