მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მტკიცებულების სახით მისი მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ განჩინების გასაჩივრების საშუალება არ მისცეს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მტკიცებულების სახით მისი მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ განჩინების გასაჩივრების საშუალება არ მისცეს.

როგორც რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ადვოკატისთვის მობილური ტელეფონის ჩამორთმევა უპრეცედენტოა.

„ჩემი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ამ განჩინების გასაჩივრების უფლება 48 საათში მქონდა. განჩინება პროკურატურამ არ გადმომცა, სასამართლოში მოვედი, განჩინება მოვითხოვე, სადაც მითხრეს, განცხადება დაწერე და მეორე დღეს მოგცემთ განჩინებასო. სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადა მეწურება. ამ პრეცედენტს, რომელიც განხორციელდა და რომლის მიხედვითაც დაირღვა ევროპის კონვენცია, სტრასბურგში ვერ გავასაჩივრებ. ეს სპეციალურად კარგად მოფიქრებულია, დროს არ გვაძლევენ, მაგრამ ამის მიუხედავად იმ უკანონობას მაინც გავასაჩივრებ. ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, რომ ამდაგვარი შუამდგომლობა მოსამართლეს დაეკმაყოფილებინა.

აბსოლუტურად ყველა ჩემ პერსონალურ ინფორმაციას შეეხნენ, ბატონ დავით ფურცხვანიძისგან მხოლოდ 6 ფოტოსურათი მქონდა მიღებული და მხოლოდ მიმოწერა მქონდა. ინფორმაცია არის ინფორმაცია, შუამდგომლობით მივიტანე?ერთად გავარკვევთ ამას დაკითხვის დროს, მტკიცებულება იყო თუ ინფორმაცია", - განაცხადა რამიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა