გიორგი ვაშაძე - ლარის კურსის გასამყარებლად ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილებაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ლარის კურსის გასამყარებლად ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილებაა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ახლა ეკონომიკაში საშინელი, ნეგატიური მოლოდინებია, რადგან კრიზისის დროს „ქართული ოცნების“ მთავრობამ არაფერი გააკეთა.

„ლარის კურსი დრამატულ ვარდნას განაგრძობს და დღეს ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს. სამწუხაროდ, დახარჯულმა ჩვენმა ფულმა არაფერი შედეგი არ გამოიღო, ასევე იქნება 40 მილიონი დოლარის შემთხვევაშიც. ბოლო 4 დღის მანძილზე ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დღე და ღამე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს, თუნდაც საჯაროდ შეგვეთავაზებინა ეს ხელისუფლებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ლარის კურსმა გამყარება და მკვეთრად გაუმჯობესება დაიწყოს, ხელისუფლების ცვლილებაა. სხვა გზა არ არსებობს, გარდა ხელისუფლების ცვლილებისა და გეტყვით რატომ - ახლა ეკონომიკაში საშინელი, ნეგატიური მოლოდინებია, რადგან არაფერი გააკეთა კრიზისის დროს „ქართული ოცნების“ მთავრობამ, არაფერი შესთავაზა მცირე და საშუალო ბიზნესს, მხარი არ დაუჭირა მათ, ახალი თაობის რეფორმები არ დაიწყო, პირიქით, ისინი გამოდიან და ამბობენ, ყველაფერი კარგად არისო. სწორედ ამაზე ვრეაგირებთ თითოეული მოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ ეს კოლაფსი, კრიზისული მდგომარეობა, მათ პირობებში დიდხანს გაგრძელდება“,-აცხადებს ვაშაძე.

მისი შეფასებით, შექმნილი კრიზისის დროს ხელისუფლებამ არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ბიზნესს პერსპექტივა ეგრძნო.

„ზაფხულში, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო, ელოდებოდნენ, რომ სექტემბერში ხელისუფლების მხრიდან ანტიკრიზისული გეგმა იქნებოდა. ჩვენ მხოლოდ ის მოვისმინეთ, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს უბრალოდ ავტომატური რეაქციაა მთელი საზოგადოების, იმ შიშის, რომელიც ზოგადად, ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებით აქვთ. ლარის კურსი განწყობებზეც არის დამოკიდებული და არა მხოლოდ იმაზე, რამდენი დოლარი გაიყიდება და რამდენ ლარს ვიყიდით“,-განაცხადა ვაშაძემ.

მან მთავრობის წევრებს მოუწოდა, არ გააკეთონ „უაზრო“ განცხადებები, რადგან ვაშაძეს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერზე ეკონომიკა რეაგირებს.

„მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, ძალიან გთხოვთ ცოტა ილაპარაკეთ, ნუ აკეთებთ უაზრო განცხადებებს, ნუ დადიხართ კომუნისტურ, გამოწკეპილ პიჯაკებში და ნუ აკეთებთ განცხადებებს, რომ ყველაფერი კარგადაა. ნუ აკეთებთ განცხადებას, რომ თურმე საჩხერის მოდელი საქართველოს განვითარების მოდელია. ამ ყველაფერზე რეაგირებს ეკონომიკა, ამ ყველაფერზე რეაგირებს საქართველოს თითოეული მოქალაქე“,-აცხადებს ვაშაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა