შალვა კერესელიძე - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა მთას დაუბრუნდეს

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პირაქეთა ხევსურეთის და არხოტის ხეობის სოფლებში იმყოფებოდა. შალვა კერესელიძე ბარისახოს, გუდანის, როშკას, არხოტის და ამღას მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა მთას დაუბრუნდეს.

“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პირაქეთა ხევსურეთში აშენდა ჰესი, მოხდა სოფლების ინტერნეტიზაცია, სოფლებს მიენიჭათ მთის სტატუსი, გაიჭრა ათობით კილომეტრი გზა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი კი, რომლის განხორციელებაც არხოტის ხეობაში იგეგმება, ისტორიული სოფელ ამღის აღდგენაა.

„ულამაზეს პირაქეთა ხევსურეთის და არხოტის ხეობის სოფლებში ვიმყოფებოდი. შევხვდი ბარისახოს, გუდანის, როშკას, არხოტის და ამღას მოსახლეობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა მთას დაუბრუნდეს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩემს გუნდთან ერთად ვაპირებ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მთას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, შენდება ჰესები, იჭრება გზები, ხდება სოფლების ინტერნეტიზაცია. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი კი, რომლის განხორციელებასაც არხოტის ხეობაში ვგეგმავთ, ეს არის ისტორიული სოფელ ამღის აღდგენა,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული