თინა ბოკუჩავა - ერთიანი სიის ფორმირების შეთავაზება ერთი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით არ შედგა

მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება იყო ერთიანი ოპოზიციური სია, სადაც შევიდოდა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი და შეიქმნებოდა ერთიანი ფრონტის ხაზი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" პრემიერად მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ პარლამენტის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევა შესთავაზა.

თინა ბოკუჩავა აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და „ევროპულ საქართველოსთან“ თანამდებობების გადანაწილების საკითხზე მოლაპარაკებას უარყოფს.

„გუშინდელ ეთერში გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა კონკრეტულ შეთავაზებებზე, რომელსაც მე ვერ დაგიდასტურებთ. ჩემთვის ცნობილი არის ის მარტივი ჭეშმარიტება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, საჯაროდ საუბრობდა და მდგომარეობს შემდეგში, რომ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება იყო ერთიანი ოპოზიციური სია, სადაც შევიდოდა ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი და შეიქმნებოდა ერთიანი ფრონტის ხაზი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ამ საარჩევნო პროცესში. სამწუხაროდ, აღნიშნული შეთავაზება ძირითადად ერთი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით არ შედგა. შესაბამისად, ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებთან ბლოკის შექმნით გავალთ ამ არჩევნებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ვრჩებით ღია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ და ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე პარტიასთან მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები დაითვლება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ასევე, არსებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობის გადანაწილებაზე, კერძოდ, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, "ნაციონალური მოძრაობა" კი თავის მხრივ "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა