აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის მამაკაცია და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად 25-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 76 წლის მამაკაცი „მედ ემერჯენსში" 22 სექტემბერს სასწრაფი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. უწყების ინფორმაციით, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკამრისობა და ცხელება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ19",- აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის მამაკაცია და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს