ბათუმის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ინფიცირებულია 5 თანამშრომელი, რომლებსაც გეგმური კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

სასამართლო ამ დროისათვის სრულად დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ცნობისთვის, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ ორ ადვოკატს დაუდგინდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი, კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში არიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს