ფოთის აგრარულ ბაზარში ხმაური და დაპირისპირება იყო

ფოთის აგრარულ ბაზარში ხმაური და დაპირისპირება იყო. მოვაჭრეებმა ბაზრის ტერიტორიაზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი თქმით, ისინი წლებია აღნიშნულ ნაგებობაში საქონლის რეალიზაციას ახორციელებენ, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მათივე თქმით, შენობის მეპატრონემ დღეს მერიის გადაწყვეტილება გააცნო,რომლის თანახმადაც ნაგებობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად მეგრელიშვილის ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ მალევე გახსნა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა თავის დროზე უნებართვოდ დაიწყო, რაზეც მიმდინარეობდა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. როგორც ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს