სავაჭრო პალატამ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში - „ევროკავშირი ბიზნესისთვის- კომპანიების დაკავშირება“  გაიმარჯვა

საქართველოს სავაჭრო პალატამ ევროკავშირის დაფინანსებით გამოცხადებულ პროექტში- „ევროკავშირი ბიზნესისთვის-კომპანიების დაკავშირება“ გაიმარჯვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს, პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით 20 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

,,პროექტი ორი ეტაპისგან შედგება - პირველ ეტაპზე ხუთი სექტორული კონსორციუმი შეირჩა. ხოლო, მეორე ეტაპზე, გამარჯვებული კონსორციუმები შეარჩევენ პროექტის საბოლოო ბენეფიციარებს, რომლებიც თითოეულ სექტორში განახორციელებენ 12 აქტივობას. საქართველოს სავაჭრო პალატა გახდა შემოქმედებითი ინდუსტრიის მმართველი კონსორციუმის წევრი ვილნიუსის, ესტონეთისა და სომხეთის პალატებთან ერთად. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ COVID-19-ის პანდემიის შედეგად, პროექტის მეშვეობით შესაძლებლობა ეძლევათ მოიზიდონ ინვესტიციები, დაამყარონ საქმიანი კავშირები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი”,- აცხადებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვისა და კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.

პროექტი, „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 6 500 000 ევროა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა