კახა კოჟორიძის განცხადებით, „ლელოს” პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება

პარტიის „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, „ლელოს” პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება. ამის შეახებ კოჟორიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, კონკრეტულ კანდიდატზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ლელოს” ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება ამ არჩევნებზე აუცილებლად შეიცვლება. მე ვხვდები მოსახლეობას ხაშურში, ქარელში, გორის სოფლებში და მინდა გითხრათ, სადაც ჩავდივარ არსად არავინ შემხვედრია, რომელსაც მოსწონს ეს ხელისუფლება, აქვთ ცვლილებებს მოლოდინი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება შეიცვლება და იქნება კოალიციური მთავრობა. პრემიერობის კანდიდატს არჩევნებამდე დავასახელებთ”,- განაცხადა კოჟორიძემ.

ამას გარდა, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, „ლელო” არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად.

„არანაირი კოალიცია და ბლოკი არ იგეგმება. გვყავს ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები და გვაქვს პროგრამები - „მარშალის გეგმა”, რომელიც საყოველთაო შეფასებით, პოლიტიკურ სპექტრში საუკეთესოა. დანარჩენ ოპოზიციაში რა დაპირისპირბებია, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის განმსაზღვრელი და არც საინტერესო”,- განაცხადა კოჟორიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა