ალეკო ელისაშვილმა წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის მაჟორიტარად ინდიკო ბერძენაძე წარადგინა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 24 ნომრით მონაწილე პარტიამ - „ალეკო ელისაშვილი- მოქალაქები” დღეს წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინდიკო ბერძენაძე 37 წლის, წარმატებული ადვოკატი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, წყალტუბოს რაიონის სოფელ მესხეთის მკვიდრია და ამჟამადაც საადვოკატო საქმიანობითაა დაკავებული.
,,ალეკო ელისაშვილი- მოქალაქეები“ ის გუნდია, სადაც გრძნობ, რომ შენ როგორც პიროვნება მნიშვნელოვანი ხარ, მთელი ცხოვრება ადამიანების დაცვაში გავატარე და პარლამენტში შესვლის შემდეგ, მეტი ბერკეტი მექნება ჩემი წყალტუბოელების, ხონელების, სამტრედიელების და ვანელების ინტერესების დასაცად. ჩვენ ყველა ერთად, უკეთეს ქვეყანას და ღირსეულ ცხოვრებას ვიმსახურებურებთ და მხოლოდ პატიოსანი შრომით და ჭეშმარიტად განათლებული მომავალი თაობით შევძლებთ ამის მიღწევას” - განაცხადა ინდიკო ბერძენაძემ მაჟორიტად წარდგენის ღონისძიებაზე.
ინდიკო ბერძენაძე დღეს, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, წყალტუბოს ცენტრალურ სკვერში, პარტიის თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილმა წარადგინა, სადაც მოსახლეობის ჯამნრთელობის უსაფრთხოების მიზნით დაცული იყო სოციალური დისტანცია.

























