დავით უსუფაშვილი - ვისაც ჰქონდა იმედი და ილუზია, რომ სააკაშვილს რამეზე შეუთანხმდებოდა, ახლა, თავად მოიმკის შედეგს

ივანიშვილი შეიცვლება, მაგრამ სააკაშვილით არა. ვისაც ჰქონდა იმედი და ილუზია, რომ სააკაშვილს რამეზე შეუთანხმდებოდა, ახლა, თავად მოიმკის ამ შედეგს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თანამშრომლობისთვის იყო მზად, ყველა დანარჩენ საკითხში კი, პარტიებს კონკურენტებად განიხილავს.

„დემოკრატიულმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო პრობლემურია. ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლების ხელშია, უკონტროლო ფინანსები ხელისუფლების ხელშია და მედიასაშუალებები ორი პოლუსის ხელში. ამის მიუხედავად, საქართველოში ცვლილება მომწიფდა.“ლელო“ იქნება ამ ცვლილების ერთ-ერთი შემოქმედი და ჩემპიონი. ცვლილება მომწიფდა პოლიტიკური ლოგიკიდან, საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე. ივანიშვილი შეიცვლება, მაგრამ სააკაშვილით არა. ვისაც ჰქონდა იმედი და ილუზია, რომ სააკაშვილს რამეზე შეუთანხმდებოდა, ახლა თავად მოიმკიას ამ შედეგს. „ლელოს“ არც ერთი წამით არ ჰქონია ამის მცდელობა და სურვილი. ჩვენ ვიყავით სათანამშრომლო რეჟიმში მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ყველა დანარჩენ საკითხში კონკურენტები ვართ და ამ კონკურენციაში გავიმარჯვებთ“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

„ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტრუმენტები ერთ პარტიას უჭირავს ხელში და სახელმწიფო ძალაუფლებით გვიპირისპირდება. სამართლიანია არჩევნები, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვეჯიბრებით და სახელმწიფო ინსტიტუტები ნეიტრალურები არიან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა