ანონსი  24 სექტემბერი

24 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩატარდება.

მის.: ინგოროყვას 7

24 სექტემბერს, 10:30 საათზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო მისიის დირექტორი ლაშა ფარულავა და რეგიონალური ჯგუფის უფროსი, გიორგი მუმლაძე საუბნო საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრების საარჩევნო კამპანიაში ჩართულობის თაობაზე, ბრიფინგს გამართავენ, სადაც წარდგენილი იქნება ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები.

მის.: ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8.

საკონტაქტო: მაია ბიწაძე - 599 22 04 46

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტთან აქციას გამართავს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

თემა: შეიზღუდოს საარჩევნო კაბინაში მობილური ტელეფონის შეტანა

მის.: შოთა რუსთაველის გამზ. N8

საკონტაქტო: 599437403

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი გახსნიან.

პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, Zoom აპლიკაციის გამოყენებით. (შესაბამისი ბმული დაიგზავნება პრეზენტაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე).

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პანდემია, ინფლაცია და პურის ფასები.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო რელიგიური უმცირესობებსა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, 2020 წელს შემუშავებულ რეკომენდაციებს წარადგნენენ.

მის.: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, თელავის ქ. 20

24 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ლარის გაუფასურების ტენდენცია - როგორია პროგნოზი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, თუ არა ფასების ზრდა?

მის.: კოსტავას ქ.47/57

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ლარის გაუფასურების ტენდენცია - როგორია პროგნოზი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, თუ არა ფასების ზრდა?

მის.: კოსტავას ქ.47/57

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

თემა: „ნუ გვატყუებთ, ბიზნესი შველას ითხოვს“.

მის.: თბილისი სანაპიროს N 2

საკონტაქტო: 555 365972

24 სექტემბერს, 13:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

24 სექტემბერს, 13:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის და სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან გათავისუფლებული მეხანძრის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „სისტემაში არსებული პრობლემები და აბსოლუტური უპერსპექტივობა“.

მის.: ქეთევან დედოფლის #54

24 სექტემბერს, 15:00 საათზე, ,,არჩევანი სამშობლოსათვის” ლიდერი, ლელა გულედანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან აქციას გამართავს.

თემა: აფხაზეთის მთავრობა გოგა ხაინდრავას ახალ ფილმს 200 000ლარით დააფინანსებს

მის.: უზნაძის 68

საკონტაქტო: 557494724

24 სექტემბერს, 14:15 საათზე, საქალაქო სასამართლოში ევკალიპტის ხის რამდენიმე წლიანი დავის სასამართლო პროცესი გაიმართება, ადგილზე გიორგი ვაშაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: დავა ევკალიპტის ხის გადასარჩენად გაერთიანებულ ოპოზიციას და ფინანსთა სამინისტროს შორის.

მის.: თბილისის საქალაქო სასამართლო

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

24 სექტემბერს, 15:00 საათზე, „მრგვალი მაგიდა: ქართული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და აუცილებელი რეფორმები - 2020-2024 “ გაიხსნება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: „გირჩი“- ზურაბ ჯაფარიძე; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“- დავით ბაქრაძე/გიგა ბოკერია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ბარამიძე; „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე; „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა; „ლელო საქართველოსთვის“ - მამუკა ხაზარაძე/ბადრი ჯაფარიძე; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე; ქართული ოცნება - ირაკლი კობახიძე.

მის.: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, შიდა ეზო; ა. ფუქრცელაძის ქ. # 3

24 სექტემბერს, 16:10 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას შეხვედრა გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

24 სექტემბერს, 17:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა წერეთლის ამფითეატრში, ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელს წარუდგენს.

საკ: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

24 სექტემბერს, 18:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე გამართავს ბრიფინგს.

თემა: დავით გარეჯის თემით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ქულებს იწერს

მის: კოსტავას 19

საკონ. 599437403

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს