ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და მერიის 200-მდე თანამშრომელია გამოკვლეული. მისი თქმით, პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიან კორპუსებს, საბავშვო მოედნებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სისტემატურად უტარდება დეზინფექცია.

ცნობისთვის, ზუგდიდში დღეს კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა