18-23 სექტემბერს მიზნობრივი ტესტირება შემოსავლების სამსახურის 596 თანამშრომელს ჩაუტარდა, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა

COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 18-23 სექტემბერს, მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი 2“, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“, საერთო ჯამში 596 პირს) გამოკვლევა ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსით ინფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ინფიცირებული თანამშრომელი მკურნალობას ქალაქ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში განაგრძობს. ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები). აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით.

ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა 3 945 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა