სერგი კაპანაძე - ყველა პრობლემა, რომელზეც The National Interest-ის სტატიაშია საუბარი, უნდა შევცვალოთ და დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ ამ არჩევნებზე

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ამერიკულ გამოცემა The National Interest-ში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ამ სტატიაში საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რაც დღეს ქვეყანაში აქტუალურია, მათ შორის, არჩევნებამდე გაუარესებულ მდგომარეობაზე, ძალადობისა და არჩევნების გაყალბების საფრთხეზე.

მისივე განცხადებით, ყველა ის პრობლემა, რომელიც აღწერილია ამ სტატიაში, უნდა შეიცვალოს და დამთავრდეს არჩევნებზე.

,,National interest-ში ჩვენმა რამდენიმე მეგობარმა, ამერიკის ყოფილმა ელჩებმა საქართველოში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რაც დღეს საქართველოშია. მათ შორის, არჩევნებამდე გაუარესებულ მდგომარეობაზე, ძალადობისა და არჩევნების გაყალბების საფრთხეზე, ზოგადად არასწორ ტრაექტორიაზე, რომელიც აქვს ქვეყანას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი მეგობრები ზრუნავენ და ღელავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ბოლომდე ადევნებენ თვალს. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ის ცვლილებები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ელოდება, ასევე არის ყურადღების ქვეშ ამერიკელი მეგობრების მხრიდან. ამიტომ, ჩვენი ამოცანა იქნება ეს ყველა პრობლემა, რომელიც ამ სტატიაშია აღწერილი,მათ შორის ინვესტიციების გადინებით და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებით, შევცვალოთ, დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ ამ არჩევნებზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს