გრიგოლ ვაშაძე - მთავარი ამოცანა ერთპარტიული, ერთპიროვნული, ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს კატასტროფისკენ, უკვე 8 წელიწადია

ქართველი გარბის საქართველოდან, საქართველო იცვლება ქართველებისგან და თუ დღესვე არ განვახორციელეთ მყისიერი რეფორმები, ისეთი ცვლილებები, როგორიც განხორციელდა 2003-დან 2012 წლამდე, ჩვენი დაღმასვლის შეჩერება იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების პირობებში ყოველი მომდევნო დღე იქნება უკეთესი, „განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც მოქალაქეებს წაართვა რწმენა, რომ საქართველო ოდესმე წარმატებული სახელმწიფო იქნება.

,,8 წელიწადია საქართველოს მოქალაქეს უმძიმეს მატერიალურ პირობებში უწევს არსებობა. საქართველოს რეგიონების უმრავლესობა დაცლილი და გაღატაკებულია, ინფრასტრუქტურების ნაკადი შეწყვეტილი, ინვესტიციები გაყინული. პროექტები ცხადდება არჩევნების თარიღების მოახლოებისას და იმწუთასვე, ბიუჯეტის თანხები, რომლებიც გამოყოფილია ამ პროექტების განხორციელებაზე ბიუროკრატიის პირად და უძირო ჯიბეებში ილექება. უმუშევრობა, უიმედობა, სიღატაკე, უწყლობა, ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობების არარსებობა, არაადეკვატური ჯანდაცვა და სკოლა, უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაცია, სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების დამსჯელ ბერკეტად გამოყენება - ეს არის საქართველოს ყოველდღიურობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეს უწევს ცხოვრება.

მივიწყებულია ქალაქები, მათი ინფრასტრუქტურა და ეკოლოგია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მივიწყებულია სოფლები, ყურძნის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ფასები ეცემა და ამ ფონზე, მუდმივად იზრდება გადასახადები, უფასურდება ეროვნული ვალუტა, ყოველდღიურად ძვირდება ცხოვრება. ქართველი გარბის საქართველოდან, ამაზე დღევანდელი ხელისუფლებაც კი ვერ იდავებს, საქართველო იცვლება ქართველებისგან და თუ დღესვე არ განვახორციელეთ მყისიერი რეფორმები, ისეთი ცვლილებები როგორიც განხორციელდა 2003-დან 2012 წლამდე ჩვენი დაღმასვლის შეჩერება იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ჩვენი სახელმწიფოს სოციალური ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან ამოყვანაა. დღევანდელ პირობებში ყველაზე მთავარი ამოცანა ერთპარტიული, ერთპიროვნული, ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავს კატასტროფისკენ უკვე 8 წელიწადია. ხელისუფლების ცვლილების პირობებში ყოველი მომდევნო დღე იქნება უკეთესი განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც მოქალაქეებს წაართვა რწმენა, რომ საქართველო ოდესმე იქნება წარმატებული სახელმწიფო,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა