ზუგდიდის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

მენჯი-ზუგდიდის დამაკავშირებელ, 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზ „კოლხიდა-2“- ზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, 23-28 სექტემბრის პერიოდში, ქალაქ ზუგდიდის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეიზღუდება: 23 სექტემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე; 24 სექტემბერს 13:00-დან 18:00 საათამდე; 25 სექტემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო 26, 27 და 28 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე დროის შუალედებში.

ჯამში, ელექტროენერგია შეეზღუდება ქალაქ ზუგდიდის 2418 აბონენტს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს