კანადის პრემიერი - ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯასტინ ტრიუდო მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე ეპიდვითარება უფრო რთული იქნება, ვიდრე გაზაფხულზე იყო.

„გვაქვს იმის ძალა, რომ ეს მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“, - განაცხადა ტრიუდომ.

ცნობისათვის,ბოლო დღეების განმავლობაში კანადაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევევის ზრდა ფიქსირდება. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 147 753 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 9 243 ადამიანი დაღუპულია.

იხილეთ ვიდეო:კანადის პრემიერი - ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა