გიგი წერეთელი - ვითარება, რაც ბელარუსშია, გაკვეთილია ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერსა და საპრეზიდენტო კანდიდატთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან, ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გიგი წერეთლის თქმით, დღეს, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია და ეუთოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ დაეხმაროს ბელარუს ხალხს ვითარების განმუხტვასა და დიალოგის დაწყებაში.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ვითარება, რომელიც ბელარუსშია, უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას.

„ბელარუსში მიმდინარე მოვლენები არის მსოფლიო ყურადღების ცენტრში, შესაბამისად, ეუთოსთვის ეს დღეს ერთ-ერთი პრორიტეტია, რომ დავეხმაროთ ვითარების განმუხტვას, იმას, რომ დიალოგი შედგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს დგას ქუჩაში და ითხოვს სამართლიანი არჩევნების შედეგებს და ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი ოპოზიციის ლიდერთან და საპრეზიდენტო კანდიდატთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან.

ვისაუბრეთ იმ გამოსავალზე რაც შეიძლება ამ მდგომარეობიდან იყოს, ოპოზიციის შეხედულებებზე და რა თქმა უნდა მიუღებლობაზე იმისა, რომ ძალიან ბევრი ლიდერი და სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ბევრი წარმომადგენელი დღეს ან დაპატიმრებულია ან ქვეყნიდან არის გაძევებული. ის ვითარება რაც ბელარუსშია, ძალიან საინტერესოა როგორც გაკვეთილი ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა