ბათუმის კოვიდ კლინიკებში 497, ხოლო კარანტინში 694 პაციენტი მკურნალობს

ბათუმის კოვიდ კლინიკებში 497, ხოლო კარანტინში 694 პაციენტი მკურნალობს

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევა 4000-მდე პირს ჩაუტარდა.

ბათუმის კოვიდკლინიკებში 497, ხოლო კოვიდ კარანტინში 694 პაციენტი მკურნალობს.

უწყების ინფორმაციით, 47 არასრულწლოვანი და 14 ფეხმძიმე კოვიდკარანტინში არიან გადაყვანილი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი, ხოლო საკარანტინო სივრციდან ბინაზე 38 პაციენტი გაეწერა.