ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა და თანხას ითხოვდა

ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავტოქარხნის დასახლებაში სუპერმარკეტში შეიჭრა. ის ცივი იარაღის მუქარით თანხას და სიგარეტს ითხოვდა. შემთხვევის დროს მარკეტში ორი თანამშრომელი იყო, მათ დაცვის კომპანია „ალგანი“ გამოიძახეს. მამაკაცმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ის მალევე დაკავეს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა