ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კორონავირუსი 5 თანამშრომელს დაუდასტურდა

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კორონავირუსი 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც სასამართლოს მენეჯერმა ნონა დუმბაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ინფიცირებულთა შორის კანცელარიის თანამშრომლები და სხდომის მდივნები არიან.

მისი თქმით, სასამართლო დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

„ჩვენს სასამართლოში 5 თანამშრომელი დაინფიცირდა, მათ შორის მოსამართლეები არ არიან. ყველა ზომა მიღებულია და სასამართლო დისტაციურ რეჟიმში მუშაობს.

ნაწილი გადაყვანილია კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება“, - აცხადებს ნონა დუმბაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა