ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს და ბებიას კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს და ბებიას კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ჩვილის ბებიას.

რაც შეეხება მე-4 ახალ შემთხვევას, ინფიცირებული სოფელ გვიმრიანში მცხოვრებია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევა. მათ შორის 17- ლაგოდეხში, 16 კოვიდინფიცირებულია სოფელ მატანში, 7 -ველისციხეში, 2 -სიღნაღში, ხოლო 1- ყვარელში.