გორის მერია - ავტობუსების სადგომის მშენებლობა მალე დასრულდება

გორის მერია - ავტობუსების სადგომის მშენებლობა მალე დასრულდება

გორში ავტობუსების სადგომის მშენებლობა მალე დასრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოწყობა და თითქმის დასრულებულია ობიექტის ტერიტორიაზე არსებული შენობა - ნაგებობის მშენებლობაც.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 951 000 ლარია.

„ობიექტი განკუთვნილია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იმ 30 ერთეული ავტობუსისთვის, რომელიც მერიას მიმდინარე წლის ნოემბრიდან ეტაპობრივად გადაეცემა. გორში მალე ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და მოგვარდება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.