კორონავირუსი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში მცხოვრებ მამაკაცს დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირების 252 ახალი შემთხვევიდან ერთი გორის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. კოვიდინფიცირებული პირი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია, - ეს განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა არა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, არამედ, ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო მიმართა კლინიკას, სადაც კოვიდზე ჩატარებული პრევენციული ტესტირებისას ინფიცირება დაუდასტურდა.

„გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნადარბაზევის მკვიდრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. აღნიშნული პირი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია. მას კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აქვს, რის გამოც კლინიკას მიმართა, სადაც სხვა ანალიზებთან ერთად, ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზეც, პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდ.კვლევები დაინფიცირების წყაროსა და ამ პირთან კონტაქტში მყოფთა დასადგენად. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა