ლევან კობერიძე - "ლელოზე" თავდასხმები სწორედ იმიტომ ეწყობა, რომ "ოცნება" ჩვენი მზარდი რეიტინგით შეშფოთებულია

"ლელოზე" ფიზიკური თავდასხმები სწორედ იმიტომ ეწყობა, რომ "ქართული ოცნება" შეშფოთებულია ჩვენი მზარდი რეიტინგით,- ასე პასუხობს "ლელოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრით ურეიტინგო ოპოზიცია შესაძლოა საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს.

როგორც ლევან კობერიძე აღნიშნავს, მათ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მიმართეს არა მხოლოდ შესაბამის სტრუქტურებს, არამედ, საერთაშორისო პარტნიორებსაც.

"პარტია "ლელო" არათუ არ ასაჯაროვებს ფაქტებს, არამედ ყველა შესაბამის სტრუქტურასთვის მიმართვაც გაკეთებულია, ერთ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრულია უკვე. გადაგზავნილია მასალები როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ისე შესაბამის სტრუქტურებთან და მინდა გითხრათ, რომ „ლელოზე“ თავდასხმები ფიზიკური შეურაცხყოფის სახით, თუ ვაკის ოლქში "ქართული მარშის" დემარშის სახით, ეწყობა სწორედ იმიტომ, რომ "ქართული იცნება" შეშფოთებულია ჩვენი მზარდი რეიტინგით, პირიქით არის საქმე - როცა პროდასავლური პარტია ძლიერდება და ხელისუფლება ხედავს, რომ ეს მისი ჩამნაცვლებელი პარტიაა, სწორედ ასეთ დროს იწყება მსგავსი ქმედებები,"- განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციას, რომელიც ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს, ამის დამადასტურებელი ფაქტებიც უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ისინი რეიტინგის არქონის პირობებში, ამით მხოლოდ საკუთარი თავის თვითაქტუალიზაციას ცდილობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა