ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მერიიდან აცნობეს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატებისათვის, 100%-70%-50%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს სერთიფიკატები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ, საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი კვირკველიამ და კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ გადასცეს.

მათივე ცნობით, 23 წარჩინებულ სტუდენტს, ბორჯომის მერიამ 100-150 და 200 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოები გადასცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა