კონსტანტინე ზატულინი - რა ნდობასა და რა ურთიერთობებზე შეიძლება საუბარი, თუ საქართველო განაგრძობს ჩვენთვის წინააღმდეგობას?

რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ საუბრობს. ამასთან დაკავშირებით მან კომენტარი „სპუტნიკთან“ გააკეთა.

„მწუხარებით მინდა აღვნიშნო: ნატოს წევრობით თუ გაუწევრიანებლობით, საქართველო მაინც განაგრძობს ამ გზაზე დგომას - ნატოსთან თანამშრომლობას, თავის სამხედრო და სხვა გეგმებს აგებს ნატოს ემისრებთან შეთანხმებითა და მათი ზედამხედველობით. ალბათ, რაღაც შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ, მაგრამ უმნიშვნელოდ. ვინაიდან დასავლეთი განაგრძობს ქართული სპეცსამსახურების, ქართველი სამხედროების და ყველაფრის გაკონტროლებას, რაც უკავშირდება სამხედრო გეგმების შემუშავებას, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, შეიარაღების მიწოდებას - ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ აშშ-სთან და ნატოს სხვა პარტნიორებთან თანხმობით. ანუ საქართველოს ნატოსთან ბმის ხარისხი ისედაც სრულიად ნათელია. საქართველომ, რა თქმა უნდა, ვერ მიღო და ვერ მიიღებს სასურველს - ნატოს ვალდებულებას, რომ იბრძოლოს საქართველოს ინტერესებისთვის, მაგრამ განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობას სამხედრო სფეროში“, - განაცხადა ზატულინმა.

მისი თქმით, საქართველოს მსგავსი თავდადება ბლოკავს რუსეთთან ურთიერთობის, ან განვითარების სერიოზულ ნორმალიზების შესაძლებლობას.

„მაგალითად, სულ ახლახანს, საქართველომ დაბლოკა სომხეთისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის მიწოდება, რომელიც შეთანხმების მიხედვით, რუსეთს ტრანზიტულად უნდა მიეწოდებინა საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველომ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა, რის გამოც საქართველოს მადლობა გადაუხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. რა ნდობასა და რა ურთიერთობებზე შეიძლება რუსეთთან საუბარი, თუკი საქართველო განაგრძობს ჩვენთვის წინააღმდეგობას და ჩვენთვის ბორბლებში ჯოხის დადებას?“ - განაცხადა ზატულინმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა