რუსთავში მშენებლობაზე მუშა დაშავდა

რუსთავში მშენებლობაზე მუშა დაშავდა

რუსთავში ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე მუშა დაშავდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ამწე ამოტრიალდა და შედეგად დაზიანება მიიღო მემანქანემ.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, შეყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო, ამ დროისთვის, მას გამოკვლევები უტარდება.

მშენებლობის ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.