ირაკლი ანთაძე - დავინახეთ, რომ ვერტმფრენმა გადაიფრინა, მაგრამ მიჭირს შეფასების გაკეთება, ჰქონდა თუ არა ადგილი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას

ეს არის უკიდურესად დესტრუქციული ქმედება, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ძალიან ნეგატიურად მოქმედებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, - ასე აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევის ფაქტს.

როგორც ანთაძემ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს კიდევ უფრო ართულებს მათ ისედაც რთულ ყოფას.

„ვიზუალურად ჩვენ დავინახეთ, რომ ვერტმფრენმა გადაიფრინა, მაგრამ ძალიან მიჭირს შეფასების გაკეთება, ჰქონდა თუ არა ადგილი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას. ამ ფაქტზე იმ წამსვე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კარავში იდგა, ამიტომ ინფორმაცია იმწამსვე მიიღეს“, - განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება აფეთქებების ხმას, როგორც ანთაძემ განმარტა ე.წ. ძარწემის პოლიგონზე მიმდინარეობს წვრთნები.

„წელს ჩატარდა 26 მსგავსი წვრთნა. ამასაც უკანონო ხასიათის გარდა, ძალიან დიდი დისკომფორტი მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ანთაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა