ანონსი 25 სექტემბერი

25 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი გაიმართება.

ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრებიან.

25 სექტემბერს, 10:30 საათზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები ვახტანგ კალოიანი და არმაზ ახვლედიანი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: კორონავირუსი

საკონტაქტო: პეტრე ზამბახიძე - 577 760 804

მის.: ბათუმი, რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ.

25 სექტემბერს, 10:30 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა - „სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენება საქართველოში" გაიმართება. ღონისძიება გაიმართება Zoom პლატფორმის მეშვეობით.

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებულ რეკომენდაციებს წარადგენენ.

მის.: თელავის ქ. 20

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მოსამართლის გარეშე დარჩენილი სასამართლოები - 109 ვაკანსია და ხელოვნურად გაჭიანურებული კონკურსები"

მის: ბოჭორმის 12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო

25 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის.: კოსტავას ქ.47/57

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, ადვოკატთა უფლებების შელახვასთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში წერილს შეიტანენ.

მის.: ჭავჭავაძის გამზირი #64 ბ (ევროკავშირის წარმომადგენლობა)

საკონტაქტო: 557067067

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, N 8 პენიტენციურ დაწესებულებასთან, მოთხოვნით „დაისაჯოს ციხის უფროსი“ საპროტესტო აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: 598549484

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის.: კოსტავას ქ.47/57

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ ძაგანია, საბურთალოზე, ბუკიას ბაღში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

საკონტაქტო: 579 957 665

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (N616) (C კორპუსი, VI სართული)

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: დაზარალებული წვრილი და საშუალო ბიზნესი, დაზარალებული გიდები

მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ მიმდებარე სკვერი

საკონტაქტო: 555 602 634

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ონოფრიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

თემა: სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადება.

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის „ფეისბუქ“ გვერდზე - „Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი“ - გაიხსნება.

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი საბა ბუაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: მევახშეობა „ქართული ოცნების“ რიგებში.

მის: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარტია ,,მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე საარჩევნო პროგრამის ფარგლებში პარტიის ოფისში ადვოკატებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

თემა: მართლმსაჯულების რეფორმა და მიმართვა პრეზიდენტს.

მის.: კოსტავას #21

საკონტაქტო: 593 555576

25 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გორგასლის ქ. N24.

საკონტაქტო პირი: ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01; ხატია ჯიღაურიშვილი - 599 78 00 05

25 სექტემბერს, 14:00 საათზე, „თავისუფალი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება კახა კუკავას ბრიფინგი.

თემა: დავით-გარეჯის კომპლექსის შესახებ მოლაპარაკებების დეტალები უნდა გადაჯაროვდეს.

მის: ონიაშვილის 80

25 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

25 სექტემბერს, 14:00 საათზე, სტუდენტური ომბუდსმენი განათლების სამინისტროსთან აქციას სახელწოდებით, "ჩვენ გვინდა სწავლა გამართავს.

საკონტაქტო: თაკო მეტრეველი - 592057363

25 სექტემბერს, 15:00 საათზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) საქართველოს საპარლამენტო არჩვენების სადამკვირვებლო მისიის გახსნის თაობაზე პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც მოხსენებით გამოვა ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი.

მის: სასტუმრო "Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace" (თეთნულდის საკონფერენციო დარბაზი)

საკონტაქტო: 591803941

25 სექტემბერს, 17:00 საათზე, ზუგდიდში უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი, სახელმწიფო ორგანიზაციის იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნება.

მის.:ზუგდიდი, ნარმანიას ქ. # 3

საკონტაქტო: ნინო ჩუტკერაშვილი - 577 400 675, 599 224 289

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა