ალეკო ელისაშვილმა გურიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა" დღეს, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატად 32 წლის უროლოგი ოთარ ქერქაძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

პარტიის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოთარ ქერქაძეს არაერთმა გურულმა საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ანდო, ახლა კი დროა ნდობა ამ არჩევნებზე გამოუცხადონ.

,,მეამბოხე გურია 31 ოქტომბერს ღირსეულ არჩევანს გააკეთებს, განათლებულ, წესიერ, შრომისმოყვარე ახალგაზრდა კაცს ოთარ ქერქაძეს ანდობს საკუთარი ინტერესების დაცვას საპარლამენტო ტრიბუნასთან. ეს ის კაცია ვისაც არაერთმა გურულმა საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ანდო, ახლა დროა ნდობა ამ არჩევნებზე გამოუცხადონ, რომ გურულების ინტერესები პარლამენტში ღირსეულად იყოს წარმოდგენილი,"- განაცხადა ელისაშვილთმა კანდიდატის წარდგენისას.

,,ქერქაძე ლანჩუთში 1988 წელს დაიბადა და წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია დაამთავრა. 2011 წელს სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. 2012 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უროლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე ჩაირიცხა. რეზიდენტურაში სწავლის განმავლობაში მონაწილეობდა ევროპის უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესში (2014 - სტოკჰოლმი, 2015 მადრიდი, 2018 კოპეჰანგენი) .

ოთარ ქერქაძე ჩართული იყო სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში. 2015 -2016 წელს ბუდაპეშტში მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტში "პიროვნების განვითარების კურსები". 2019 წლის იანვრიდან, დღემდე ეწევა დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობას გურიაში და დღეიდან იგი გურიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა