ქუთაისში, მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლები კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ

ქუთაისში მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამშობიაროს კოვიდკლინკილად გადაკეთებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, გუშინ ხელმძღვანელმა უთხრა, რომ სამშობიარო განყოფილება დროებით დაიხურება და მშობიარეებს აღარ მიიღებენ.

მედიკოსების თქმით, ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან და მათი პაციენტები სხვა კლინიკაში გადავლენ.

"ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არ აინტერესებს თანამშრომლების პროტესტი. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა დარჩება და იმუშავებს, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს? 55-მა თანამშრომელმა ხელმოწერა შევადგინეთ ადმინისტრაციის სახელზე და მოვითხოვთ, გამოგვიყონ ფართი, სადაც შევძლებთ ჩვენი პაციენტები მივიღოთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ აქციები გავაგრძელოთ, აქ არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა, რომ კოგვიდცენტრად იმუშაოს ", -განაცხადეს თანამშრომლებმა. ს

ამშობიაროს ხელმძღვანელის თქმით, კლინიკა კოვოდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება, ამ დროის განმავლობაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს და თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს, რომ ამ პირობებში ემუშავათ, რაზეც უარი მიიღეს. მედია შავიშვილის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება,სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა