იოსებ ხახალეიშვილი - განათლება, კულტურა და სპორტი ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება

მიმაჩნია, რომ მერმა ხელი უნდა შეუწყოს იმ პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდასა და განვითარებას, რაც სპორტული თვალსაზრისით ქუთაისს გააჩნია, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისელ სპორტსმენებთან, ვეტერანებთან და სპორტის სფეროში მომუშავე თანაქალაქელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატი სპორტსმენმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში დავით ხახალეიშვილმა წარადგინა.

შეკრებილებს ასევე, მხარამჭერი სიტყვით მიმართა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ჭიდაობაში თეიმურაზ აფხაზავამ.

როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე აღნიშნა, სპორტი მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

"ქუთაისი არის სპორტული ტრადიციების მქონე ქალაქი, რომელმაც სპორტის სხვადასხვა მიმართულებით არაერთი ჩემპიონი, ტიტულოვანი სპორტსმენი აღზარდა. მიმაჩნია, რომ მერმა ხელი შეუწყოს იმ პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდასა და განვითარებას, რაც სპორტული თვალსაზრისით ჩვენ ქალაქს გააჩნია. ინფრასტრუქტურაზე ზრუნვასთან ერთად განათლება, კულტურა და სპორტი ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება, რაშიც თითოეული თქვენგანისა და სპორტის ვეტერანთა გამოცდილების დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანდიდატის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ, რათა მათი აღზრდილი კიდევ მრავალი ჩემპიონი და ტიტულოვანი სპორტსმენი შევიდეს ქალაქის ისტორიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო