პარლამენტის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ოზურგეთში შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისკომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, “ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” უზრუნველყო ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა.

“სახელმწიფოს ბიზნესთან სამართლიანი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე, პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენაზე. ჩვენს შორის არსებობს ნდობა, რადგან ამ წლების განმავლობაში ვიცავდით ბიზნესის თავისუფლებას. ვაპირებთ დიდი ენერგია, ძალისხმევა ჩავდოთ ბიზნესის მხარდასაჭერად და ეს იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი მომავალშიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„კარგად ვიცნობ ამ სფეროს, რადგან მოვდივარ ბიზნესიდან. აუცილებლად ექნებათ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს ჩემი ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებზე და მის ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო