მედეა მეტრეველი - პარტიული ერთგულება გამოიხატება იმით, რომ გოგა ხაინდრავას ფილმს „სიმართლე აფხაზეთზე“ 200 ათას 300 ლარით „ასაჩუქრებენ“

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას "ღვინო და კინო" ფილმის "სიმართლე აფხაზეთზე" გადაღებისთვის აფხაზეთის მთავრობა 200 ათას 300 ლარს გადაუხდის.

მეტრეველის თქმით, მაშინ, როდესაც კულტურის სფერო კოლაფსის წინაშეა და ხელისუფლების მხრიდან არც კი მომხდარა დარგებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების ადეკვატური შეფასება, სისტემა გულუხვობას არ იშურებს პარტიული ერთგულებისთვის.

“პარტიული ერთგულება გამოიხატება იმით, რომ გოგა ხაინდრავას ფილმს „სიმართლე აფხაზეთზე“ 200 ათას 300 ლარით „ასაჩუქრებს“. აფხაზეთის მთავრობის პასუხი ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობის მიმართ „მოთმინებასთან“ და „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული და არაადეკვატურია ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონის გათვალისწინებით. იმედს ვიტოვებთ, შესყიდვების სააგენტოს ეყოფა გონიერება და გამარტივებული შესყიდვის თაობაზე აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებას (SMP200003881) უარს ეტყვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ნუ გავიწყდებათ, რომ შემოსავლის გარეშეა დარჩენილი სახელოვნებო სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი და მათ წინაშე არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები კვლავინდებულად უხილავია თქვენთვის, სისტემის მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც თანამედროვე ქართული კულტურის მიმართ უკანასკნელი წლებია რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებთ. თავისუფალი ხელოვანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის ხელისუფლებისგან, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის და ასუსტებს ყოველივეს, რაც სისტემის კონტორილის მიღმაა, რაც თავისუფალი და წარმატებულია. თანამედროვე ქართულ კულტურას, რომლითაც თქვენ ასე ამაყობთ მთავრობაში, ადამიანები ქმნიან... ცოცხალი ადამიანები და თქვენი ვალდებულებაა მათ დახმარება”, - აცხადებს მედეა მეტრეველი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა