ბორჯომის მერია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქალაქის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, ქალაქის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ დეზინფექცია ჩაუტარდა სკვერებს, ნაგავშემკრებ კონტეინერებს, სპორტულ მოედნებს, ავტობუსის მოსაცდელებსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიას.

„შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახური, ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველკვირეულ რეჟიმში ატარებს. სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები,ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტების, ბენზინგასამართი სადგურებისა და სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და მათ გარე სივრცეებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა