ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობები მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქალაქ ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (მდ. სინწა) ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება.

როგორც„ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ბოლოდან ამ ტერიტორიას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება.

„აღნიშნული სამუშაოები, 82 ათასი ლარით, მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამებიდან ეკონომიების სახით დარჩენილი თანხით დაფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა 560, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 27 ობიექტზე”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა