ადვოკატი ქობულეთის   პოლიციის თანამშრომელს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს

ქობულეთში პოლიციის მაღალჩინოსანს ირაკლი შაქარიშვილის ადვოკატი მერი ცინარიძე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხუთი წელია პოლიციის მაღალჩინოსანი მას ცემით ემუქრება.

ამასთან, მერი ცინარიძე ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი ირაკლი შაქარიშვილი ცნობილია ბრალდებულებსა და მოწმეებზე დაუნდობელი ფიზიკური ძალადობის ფაქტებით.

ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ ინსპექციისთვის დახმარების თხოვნით მიმართავს გეგმავს.

"ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ადვოკატივი ვარ, რომელიც სისხლის სამართლის მიმართულებით ვმუშაობ. პოლიციელის ირაკლი შაქარიშვილის მხრიდან, ჩემ მიმართ ზეწოლა ხორციელდება. ცემასთან დაკავშირებით მუქარაც განხორციელდა და კლიენტებს მიბლოკავს. მათზე ახდენს ზეწოლას, ჩემზე რომ უარი თქვან. აღსანიშნავია, რომ ამ პოლიციელის ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში მოწმის სახითაც დავიკითხე. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე. სწორედ ამის შემდეგ მემუქრება ცემით. ვითხოვ, რომ მკაცრად დაისაჯოს და გენერალურმა ინსპექციამ დროულად მოახდინოს რეაგირება. ამ პოლიციელს მფარველობენ", - განაცხადა მერი ცინარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო