სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 48 643- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 947-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 43 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამჟამად მკურნალობა 4 295 პირს უტარდება.