ფიქრია ჩიხრაძე - "ლელო“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის თანამდებობაზე მხარს ხათუნა ლაგაზიძეს უჭერს

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი და ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ადეკვატურად მორეაგირე საზოგადოებრივი მაუწყებელი,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ლელო“ მხარს უჭერს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის თანამდებობაზე.

„უკვე ბევრი წელია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბედზე და მის ფუნქციაზე საუბარი არ წყდება. ამდენი ხანია არ გადაწყდა პრობლემა, რაც მიუკერძოებელი, საზოგადოების ინტერესზე ორიენტირებული ტელევიზიის არსებობას შეეხება. ჩვენ კი ფულს სწორედ ამაში ვიხდით. ვიხდით ფულს, მაგრამ ხარისხიან პროდუქტს ვერ ვიღებთ. სამწუხაროდ, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეელია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კონტროლის ბერკეტებს, არადა, გვახსოვს მცირეხნიანი გამონათებები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ისტორიაში – როცა ხელისუფლებები რაღაც მიზეზით ვერ იცლიდნენ არხის კონტროლისთვის.

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი და ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ადეკვატურად მორეაგირე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ამის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტად მნიშვნელოვანია – ვინ იქნება არხის ხელმძღვანელი. ,,ლელო“ მხარს უჭერს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას, რადგან, გარდა პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორისა, მას აქვს ხედვა, რომელიც დღეს არსებულ ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ზუსტად ესადაგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა