საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თბილისსა და ქუთაისში პირველადი დახმარების ტრენინგები ჩაატარა

სექტემბერში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პირველადი დახმარების ტრენერებმა საქართველოს გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პირველადი დახმარების ტრენინგები თბილისსა და ქუთაისში ჩაატარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ტრენინგები ჩატარდა პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით. ტრენინგის მონაწილეებმა შეიძინეს პირველადი დახმარების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.

„თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეფასების საფუძველზე, მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შეფასების პროცესი, ტრენინგის დასასრულს გადაეცათ წითელი ჯვრის სერტიფიკატები, აღიარებული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა სერთაშორისო ფედერაციის, პირველადი დახმარების გლობალური საგანმანათლებლო ცენტრის მიერ.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეების, ისევე როგორც ტრენერების შეფასებებზე დაყრდნობით, ტრენინგი შეფასდა დადებითად და წარმატებულად,“- განაცხადეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა