ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 145 პაციენტიდან 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 145 პაციენტიდან 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ექიმის თქმით, კლინიკაში მოთავსებულ 135 პაციენტს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება.

„17 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ოთხი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, 5 პაციენტს კი მუდმივ რეჟიმში ჟანგბადი მიეწოდება. განყოფილებაში 135 პაციენტს კი სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება კოვიდ კარანტინში გადასაყვან პაციენტებს, მათ სამედიცინო შემოწმება უტარდება, ჯერ არ ვიცით, რამდენს გადავიყვანთ",- აცხადებს გია კიკაბიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა