ვახტანგ კალოიანის განცხადებით, აჭარაში ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია და ეს ეპიდსიტუაციის მართვისას გამოიკვეთა

პარტია "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, აჭარაში ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია და ეს ეპიდსიტუაციის მართვისას გამოიკვეთა.

როგორც ვახტანგ კალოიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმებს რისკის ფასად უწევთ მუშაობა და გაუმართავი ჯანდაცვის სიტემის გამო, სამი ადამიანი დაიღუპა.

" ხელისუფლების 6-თვიანმა უმოქმედობამ მიგვიყვანა ძალიან მძიმე ვითარებამდე, ვირუსის მაღალ გავრცელებამდე და სამედიცინო სფეროში კოლაფსამდე. ექიმებს ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე დაფინასების პრობლემა აქვთ. "ქართული ოცნება" გვატყუებდა თვეების განმავლობაში- თითქოს, ექიმების გადამზადება ახალი სისტემით მიდიოდა. 22 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ სახლში მკურნალობის დოკუმენტი დაამტკიცა. თითქოს, ისინი, 4 თვის განმავლობაში, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ტრენინგებს უტარებდნენ. ხელფასები, ტექნიკური აღჭურვილობა, ნაკადების მართვა ისევ გამოწვევად რჩევა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. ეს არის სამწუხარო მაგალითი, ამას ეწირება ადამიანების სიცოცხლე. რეგიონში სამი ადამიანი უკვე დაიღუპა, იმიტომ რომ სისტემა მოწესრიგებული არ იყო",- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა